logo
ENG



სისხლიანი ხელებით გავახსენეთ გავრილოვის ღამე - პარლამენტის უკან ხმაური იყო

20 ივნ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური იყო პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა აქცია- პერფორმანსი გამართეს. ღონისძიების მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

"ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან სიმშვიდეა. აღსანიშნავია, რომ პოლიციასა და აქტივისტებს შორის კონფლიქტის მიზეზი მათი პერფომანსი იყო. 

კერძოდ, აქტივისტებს სურდათ, რომ წითელი საღებავით დაეწერათ - "რუსეთი ოკუპანტია", მათ ასევე ხელის წითელი ანაბეჭდები დატოვეს ადგილზე. თავიდან პოლიციამ მათ განუმარტა, რომ ეს იერსახის დამახინჯება იყო, თუმცა საბოლოო ჯამში პერფორმანსი მაინც შედგა.

"ამ პერფორმანსით, სისხლიანი ხელებით გავახსენეთ გავრილოვის სისხლიანი ღამე და ამით მივანიშნეთ, რომ დიდხანს ვერ გაძლებენ და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

აღსანიშნავია, რომ პერფომანსის დასრულების შემდეგ შეცვალეს აქტივისტები ძირითად აქციას შეუერთდნენ. მათივე თქმით, ისინი კიდევ ერთი პერფორმანსის გამართვას აპირებენ, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქვთ დაგეგმილი. 


close დახურვა